რამდენ გოლს გაიტანს იბრა ჩემპიონატში

ბლოგი ბარსელონაზე, ზოგადად ფეხბურთზე და ,,ჩემს" სხვა ,,ახირებებზე" :)

Monday, August 24, 2009

იბრაჰიმოვიჩი VS ეტოო

მე ნამდვილად არ ვაპირებ დიდი ყურადღება მივაქციო ამ საკითხს მომავალში, ვაქციო ლაიტმოტივად ამ ბლოგისა, სულაც არ მინდა იბრაჰიმოვიჩს რეფრენად ეტოო გასდევდეს და იმედია თავს დაანებებენ წასულსაც და მოსულსაც ტვინს არ გაუწყალებენ მუდმივი შედარებებით, თუმცა იმის გათვალისწინებით რომ ეს თემა მთელ საფეხბურთო ესპანეთში ყველაზე უფრო აქტუალურია და საკამათო, ვნახოთ ამ ფეხბურთელების პირველი ნაბიჯები თავის ახალ გუნდებში

რა შეიძლება ითქვას, იბრაჰიმოვიჩისგან სხვა თამაშს ელის ბარსელონა, პრაქტიკულად მის გარეშე მოიგეს ბილბაოსთან

თავის მხრივ ეტოოს შეეძლო ინტერისთვის 3 ქულა მოეტანა თუმცა რამდენიმე მეტრიდან ურეალურესი შანსი გაატანა ქარს 1:0 ზე და ფრეს დასჯერდნენ, ხოლო სუპერთასი დათმეს

სპორტის შეფასება იბრაჰიმოვიჩის

სიტისთან 6

ბილბაოსთან 7

ლა რეპუბლიკას შეფასება ეტოოსი

ლაციოსთან 7

ბარისთან 6

გოლები ოფიციალურ თამაშებში:

ეტოო 2 თამაში 2 გოლი

იბრაჰიმოვიჩი 1 თამაში 0 გოლი

სერია ა-ს ეტოო სუპერთასის იბრაჰიმოვიჩი

ეტოო 97 წუთი, 4 დარტყმიდან 2 კარში, 2 ასისტენტობა, 3-ჯერ დაჯარიმდა, ერთხელ აართვა, 6-ჯერ დაკარგა, 35 პასიდან 27 ზუსტი (77%)

იბრაჰიმოვიჩი 71 წუთი, 2 დარტყმიდან ორივე კარში, 1 ასისტენტობა, ერთხელ დაჯარიმდა და ერთხელ დაჯარიმდნენ მასზე, 7 დაკარგვა, 28 პასიდან 22 ზუსტი (79%)

ამ სტასტისტიკიდან ვხედავთ რომ მათი პასის სიზუსტე ერთნაირია, დაკარგვაც ერთნაირი, თუმცა ეტოომ მეტი ითამაშა როგორც წუთობრივად ისე ბურთით

იბრაჰიმოვიჩმა თამაშიდან ერთხელ დაარტყა და ისიც კარში (აკრობატულ ნახტომში)

ეტოომ თამაშიდან 3-ჯერ დაარტყა (არ ჩავთვალოთ პენალტი), საიდანაც 2 ააცილა

არცერთმა არ ითამაშა კარგად, ცენტრ-ფორვარდისგან მხოლოდ 1 დარტყმა თამაშში (მეორე ჯარიმიდან იყო) ეს ცუდია და მინიმუმ ინერტულობაზე მეტყველებს

ეტოომ კატენაჩოს ვერ აჯობა, მან ვერ შეძლო თავისი პლუსის გამოყენება და მხოლოდ 3-ჯერ შეუტია მეტოქის კარს, როცა 5-ჯერ მაინც უნდა დაერტყა

თან რეალური მომენტები ვერ გამოიყენა და ინტერი კარგავს ქულებს

მე ვფიქრობ იბრაჰიმოვიჩს თამაშის მხრივ ბარსელონაში პრობლემა არ ექნება, ,,ნამეტანი" გამარტული და ძლიერი გუნდი ყავს ბარსას, თუმცა უკვე გამოჩნდა რომ იბრაჰიმოვიჩისგან მოითხოვო იმდენი ბურთი რამდენიც ეტოოსგან არის იბრაჰიმოვიჩს არ მისცე საშუალება თავისი თამაში ითამაშოს.

ინტერთან შედარებით რთულადაა საქმე

ვნახოთ გასული სეზონის ინტერის პირველი საშინაო თამაში და შევადაროთ წლევანდელთან

2:1 მოიგო მაშინ ინტერმა კატანიასთან, ორივე ბურთი ავტოგოლით გაიტანეს

მაშინ ინტერმა დაარტყა 17-ჯერ კარისკენ, წელს 20-ჯერ

კარში მაშინ დაარტა 4-ჯერ, წელსაც 4-ჯერ

ბურთს მაშინ ფლობდნენ 60%, წელს 55%

მაშინ გააკეთეს 10 პოტენციურად საგოლე პასი (ასისტენტობა) წელს კი მთელი 16 (ანუ ვერ ვიტყვით რომ ინტერის ფორვარდებს ახლა პასები აკლდათ, მათ ,,უფრო" ვერ შეძლეს მეკარე შეეწუხებინათ, დაერტყათ მისთვის კარში

მაშინ მათ 449 პასი გააკეთეს, წელს უფრო ,,პასაობამ" მოუწიათ 489, ვინაიდან საჯარიმოში როგორც ვთქვი ფორვარდები არაეფექტურნი (მიზეზი მათი ღრმად თამაშია). ამას ციფრიც აჩვენებს, გასულ წელს საჯარიმოში 44 ,,მქკ" წელს მხოლოდ 36

გასულ წელს იბრაჰიმოვიჩმა 6-ჯერ დაარტყა მეტოქის კარისკენ, ის უფრო თავისუფლად აღწევდა კატენაჩოს მარწუხებს თავს ვიდრე წელს ეტოომ მოახერხა 

მანდ უფრო მეტჯერაც მიიღო ბურთი ვიდრე ეტოომ (ეს თავისთავად)

იბრაჰიმ მაშინ 15 ბურთი დაკარგა, ერთხელ ასისტენტობა გაუწია თანაგუნდელებს და პასი 65% ჰქონდა

დაველოდოთ მოვლენების განვითარებას, თუმცა უნდა ითქვას მაურინიოს მოუწევს მილიტო-ეტოო ცოტა სხვანაირად ათამაშოს, გასაგებია რომ მილიტო შესანიშნავი ასისტენტია (გასულ წელს მან 8-საგოლე პასი გააკეთა როგორც მახსოვს), თუმცა უნდა შეცვალოს რაღაცა, თორემ ვერც ეტოო უტევს კარს და ვერც მილიტო, ორივეს სიმწვავე ეკარგება (მილიტო მხოლოდ 1 დარტყმა კარში)

ეს ყველაფერი არ ნიშნავს ფორვარდების ,,დამნაშავეობას", მოკლედ საკმარისია

იბრაჰიმოვიჩთან როგორც უკვე ვთქვი ნაკლები პრობლემებია მოსალოდნელი, როცა ის გუნდს შეეწყობა მისგანაც ვიხილავთ ბევრ გოლს, ,,კონსტრუქციულ" თამაშში კი მისგან ძალიან დიდი სარგებელი იქნება. თუმცა მაინც აჯობებდა მის წინ ფორლანის ტიპის ფორვარდი თამაშობდეს. 

და მაინც ბარსა უფრო გაძლიერდა ჩემი აზრით, თუმცა მათ მოუკლეს მეკარის დაბომბვა სტატისტიკურად.

No comments:

Post a Comment

08/09 სეზონის ბარსას საუკეთესო მოთამაშე

My Blog List