იბრაჰიმოვიჩზე
ვნახოთ მისი 3 ბარსელონური თამაშის საშუალო
დარტყმა კარისკენ 7 (საშუალოდ 2.3), დარტყმა კარში 4 (57%)
ასისტენტი 2-ჯერ
დაჯარიმდა 5-ჯერ, მასზე დაჯარიმდნენ 3-ჯერ
თამაშგარეში 3-ჯერ
დაკარგვა საშუალოდ 7.7 (ყოველ მე-4.5 მიღება/შეხებაზე კარგავს)
დაცვიდან ამოტანა/მოგერიება 4-ჯერ
ართმევა 0
,,მქკ" საჯარიმომდე - 9
,,მქკ" საჯარიმოში - 5
სულ პასების რაოდენობა 72, სიზუსტე 64%
რა შეიძლება ითქვას ცივი გონებით იბრაჰიმოვიჩის ნაჩვენებ თამაშზე, ყველაფრის მიუხედავად (გვერდზე რომ გადავდოთ აკლიმატიზაცია თუ ინერტულობა) მას კარში დარტყმის ძალიან კარგი შედეგი აქვს, თუმცა მოსამატებელი აქვს ,,აქტიურობაში", იტალიაში ის კარისკენ 3.6-ჯერ არტყამდა (ბოლო სეზონში) საშუალოდ, აქ კი მხოლოდ 2.3 - მერე გოლებიც იქნება
მოსამატებელი აქვს თანაგუნდელების პასებით მომარაგება, მათთვის მომენტის შექმნა
უფრო ხშირად უნდა მიიღოს ბურთი, დაახლოებით 10-15-ჯერ ნაკლებად ეხება ვიდრე ინტერში
ბურთს ყოველ 4.5 შეხებაზე კარგავს, რაც ნამეტანია, საერთოდ მე-7-8 შეხებაზე კარგავს იგი საერთოდ
პასის აკურატულობა ისეთივე აქვს როგორც ყოველთვის ჰქონდა, თუმცა სასურველია უკეთესი ჰქონდეს ბარსელონაში
მიუხედავად არაშთამბეჭდავი თამაშისა ძალიან მაღალი აქვს როგორც საჯარიმომდე ისე საჯარიმოს შიგნით ,,მქკ", ანუ მისმა ქმედებებმა გუნდისთვის პრაქტიკული შედეგი იქონია
დაცვის დახმარებაც ნორმალურია (მიუხედავად იმისა რომ ბურთს არ ართმევს, ამას არც არავინ ითხოვს, მისი კოზირი არასდროს ყოფილა)
დასკვნის სახით: არაა საჭირო აჩქარება, მთავარია ნელ-ნელა მოუმატოს, ჩვენ საუკეთესო იბრაჰიმოვიჩი გვჭირდება ლიგის კიდევ ერთხელ მოსაგებად და ჩემპიონატში რეალის დასამარცხებლად.
No comments:
Post a Comment