და აი ბარსელონას მე-5 თასი მიმდინარე წელს და ,,პეპ ტიმი" გაუთანაბრდა 50/51 წლების ლეგენდარულ ,,5 თასის ბარსელონას"
მართლაც რომ საოცარი შედეგია
ხოსეპ გვარდიოლას გუნდის შემდეგი ტიტული კი მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი უნდა იყოს :)
თუმცა იქამდე მილოცვები ყველა ბარსას გულშემატკივარს, ნამდვილ ოქროს ხანაშია გუნდი, გვარდიოლა ყველაფერს იგებს, ახდენილი სიზმარია ის რაც ხდება :|
ბარსელონა 1:0 შახტარი
გოლი: პედრო, 118 წუთზე
საგოლე პასი: მესი
გუნდური სტატისტიკა:
დარტყმები კარისკენ:
ბარსელონა 24:7 შახტარი
დარტყმები კარში:
ბარსელონა 10:2
ჯარიმები:
ბარსელონა 14:18 შახტარი
ყვითელი:
ბარსელონა 2:4 შახტარი
კუთხურები:
ბარსელონა 15:0 შახტარი
ბურთის ფლობა პროცენტებში:
ბარსელონა 67%:33% შახტარი
პასები:
ბარსელონა 867 (86%) : 408 (76%)
მონაკოში ბარსელონამ თავის ისტორიაში მე-3 ევროპის სუპერთასი მოიგო, მოიგო ერთი მხრივ რთულ თამაშში, მეორეს მხრივ უდიდესი სათამაშო უპირატესობით
შახტიორს შეეძლო მოეგო თამაში, თუმცა ბარსას მცველების და მეკარის კარგმა თამაშმა მათ ამის საშუალება მოუსპო
გუნდის ლიდერობა გასწია ლეო მესიმ, შახტარის ზე-დაცვით გუნდს ერთი (სამწუხაროდ მხოლოდ ერთი) პრობლემა ჰქონდა - მესი
იბრაჰიმოვიჩის ინერტულობის გამო და ტიერი ანრის თუმცა მონდომებულ, მაგრამ შეცდომებით უხვ თამაშში მესი მარტო დარჩა შახტარის ულტრა-დაცვასთან :D.
ჯერ კიდევ პირველ ტაიმში მსაჯმა აშკარა პენალტი (ხელბურთი ცოცხალი კედლის შესრულებით) არ მისცა ბარსელონას, კერძოდ მესის
რაც დრო გადიოდა მესი უფრო და უფრო უმატებდა, მეორე ტაიმის შუაწელიდან ბარსამ სიჩქარეს გაზარდა და შახტარის კართან რამდენიმე მომენტი შეიქმნა, თუმცა მესის დარტყმებს მეკარე იგერიებდა
შეხვედრის 118 წუთზე პედრომ მარცხენა ფლანგზე მიიღო ბურთი, გაითამაშა მესისთან, ამ უკანასკნელმა უჭკვიანესი პასით პედრო მეკარეს შეატოვა და სეზონის დაწყებიდან გუნდის ,,პიჩიჩიმ" ოსტატური დარტმით მეკარისგან შორეულ კუთხეში ,,შეაგორა"
ბარსა ევროპის საუკეთესო გუნდია კვლავაც
რაც შეეხება სხვა გმირებს
ძალიან დაკვირვებულად ითამაშა ვალდესმა, დროულად ტოვებდა კარს, კრიტიკულ მომენტში კი დამაჯერებელი გახლდათ, მოიგერია რა აგაჰოვას დარტმული, შემდეგ კი ცოტა ანერვიულა ბარსას ფანები უცნაურად აღებული ბურთით (კარის ხაზზე)
კვლავ გული იყო პუიოლი, მართალია ის ოპტიმალურ ფორმაში არაა და დაცვა რამდენჯერმე შეცდა, თუმცა პუიოლმა კლასი აჩვენა, ეს ადამიანი ნამდვილი გიგანტია დაცვაში
ცდილობდა ფორვარდების ათამაშებას ხავი, თუმცა არაფერი გამოუვიდა, დღეს ბარსას ფორვარდების დღე არ იყო, ხავიმ კი თავისი სამუშაო კვლავ ფრიადზე შეასრულა
ნორმალურად ითამაშა ალვეშმაც, თუმცა შეცდომებიც დაუშვა
არ შეიძლება არ აღინიშნოს ბარსას ახალი (მომავალი) შენაძენის ჩიგრინსკის თამაში, ის ბრწყინვალედ ართმევდა თავს დაცვის ორგანიზებას, მუდმივად ,,ჭრიდა" ბარსას პასებს თუ ჩაწოდებებს. პოზიციის შერჩევაში და ,,თამაშის წაკითხვაში" ეს კაცი ევროპაში ალბათ ერთ-ერთი საუკეთესოა იქნება
ინდივიდუალური სტატისტიკა
დარტყმა კარისკენ: მესი 6, ალვეში 5, პუიოლი 3
დარტყმა კარში: მესი 3, პედრო 2
ასისტენტი: ხავი 5, მესი 3, ალვეში 2 კეიტა 2 პედრო 2
დაჯარიმდა: იბრაჰიმოვიჩი 4, ლუის ადრიანო 4
მასზე დაჯარიმდნენ: მესი 5, ალვეში 5
ართმევა: პუიოლი 12, ვალდესი 12, პიკე 10, ალვეში 9
ბურთის დაცვიდან მოგერიება/ამოტანა:
კუჩერი 16, ჩიგრინსკი 14, სრნა 13, ვილიანი 11, აბიდალი 11, რატი 8, ალვეში 8, პიკე 8
დაკარგვა ყველაზე მეტი: პიატოვი 16, ლუის ადრიანო 15, ანრი 12, მესი 11, ილსინიო 11, იბრაჰიმოვიჩი 10, ხავი 9
დაკარგვა ყველაზე ნაკლები: ვალდესი 2, კეიტა 2, ჩიგრინსკი 3
,,მქკ" მეტოქის საჯარიმომდე: მესი 13, ხავი 12, ალვეში 7, ანრი 6
,,მქკ" მეტოქის საჯარიმოში: მესი 7, იბრაჰიმოვიჩი 3
პასი სულ და %:
ხავი 137 (85%)
ალვეში 94 (89%)
პუიოლი 90 (92%)
პიკე 88 (93%)
მესი 82 (70%)
კეიტა 80 (94%)
ტურე 80 (94%)
აბიდალი 72 (92%)
ვალდესი 35 (97%)
ანრი 32 (47%)
იბრაჰიმოვიჩი 30 (60%)
პედრო 21 (86%)
ბუსკეტსი 17 (94%)
ბოიანი 9 (67%)
პიატოვი 53 (60%)
კუჩერი 47 (86%)
მეკარეები:
ვალდესი 2 მოგერიება, 10 გამოსვლა/ჩაჭრაზე თამაში
პიატოვი 9 მოგერიება, 18 გამოსვლა/ჩაჭრაზე თამაში
რამდენიმე ფეხბურთელის რამდენიმე საინტერესო მონაცემი:
ჩიგრინსკი, 4 ართმევა, პასი 28 (89%)
ხავი 5 ართმევა
მესი 9 მეტოქის მოტყუების ცდიდან 7 წარმატებული
კობინი 9 პასი (100%)
შემდეგი ,,ფიესტა" ორშაბათს, ღამის 12-ზე, ხიხონთან
ვიდეო http://www.mysoccerplace.net/video/barca-vs-shakhtar-10
სპორტის შეფასებები
VALDES: 7
ALVES: 6
PUYOL: 6
PIQUE: 6
ABIDAL: 5
TOURE YAYA: 6
XAVI: 5
KEITA: 6
MESSI: 7
HENRY: 5
IBRAHIMOVIC: 5
PEDRO: 7
BOJAN: 6
BUSQUETS: 6.
No comments:
Post a Comment