ესპანეთის ჩემპიონატის პირველ ტურში ბარსელონამ 71 ათასი მაყურებლის თვალიწინ, საკუთარ მოედანზე აჯობა სპორტინგს ანგარიშით 3:0
თამაშმა საკმაოდ უცნაური შთაბეჭდილება დატოვა, ბარსელონა ისევ ძალიან დაბალ ტემპში თამაშობდა (შახტარი), ეს ალბათ რამდენიმე ლიდერის არყოფნას უნდა დავაბრალოთ.
სპორტინგი საკმაოდ ხშირად აწუხებდა ბარსელონას დაცვას, თუმცა გიგანტურმა პუიოლმა პრაქტიკულად მარტომ მოიგერია ყველა შეტევა, დარჩენილები კი ძალიან დამაჯერებლად მოთამაშე ვალდესმა განმუხტა
სწორედ პუიოლი მიმაჩნია თამაშის გმირად, ასეთი თამაშები პუიოლი სანამ დაიწყებდა კარიერას ბარსას წაუგია კიდეც
ვალდესი კი ვფიქრობ უკვე არცერთ მსოფლიოს საუკეთესო მეკარეზე ნაკლები არაა, იმედია შეცდომებს არ ,,გაიხსენებს"
ყველამ იხილა თუ რა მწვავედ თამაშობდა კეიტა, სწორად მან ულიდერა ბარსას წინა ხაზს, როგორც ყოველთვის ბევრს შრომობდნენ ხავი და ალვეში, თუმცა არცერთს არ გაუბრწყინია, ხავიმ საკმაოდ ცოტა ითამაშა დაცვაში, ალვეშმა კი უამრავი ბურთი დაკარგა და არაზუსტი პასებიც ,,არიგა", თუმცა მისი ჩაწოდებები მომაკვდინებელი აღმოჩნდა ხიხონისთვის
კარგი იყო ბოიანი, თუმცა ბოლოსკენ შეცდომებს უმატა. თავდასხმას ჯერაც აკლიმატიზაციის სტადიაში მყოფი იბრაჰიმოვიჩის მიუხედავად ბოიანი იყო საუკეთესო
თვით ზლატან იბრაჰიმოვიჩის თამაში ვგრძნობ, მესმის, (ამ წუთს გვარდიოლას პრესკონფერენციაზე) არაერთგვაროვან შთაბეჭდილებას ტოვებს
დგეს მან გაიტანა თავისი ბურთი, რაც შეეხება მის დღევანდელ თამაშს, ალბათ გულშემატკივარი უარყოფითაც შეაფასებს, თუმცა არ შეიძლება არ ითქვას მისი შრომა დაცვაში, მან იმდენჯერვე მოიგერია დაცვიდან ბურთი (5-ჯერ) რამდენიც ალვეშმა თუ მაქსველმა, 2-ჯერ აართვა კიდეც, მისი თამაში უკანა ხაზის დასახმარებლად მართლაც არ იყო უმნიშვნელო. 6 დარტყმიდან 5 კარშიც გაუშვა. აქედანაც ჩანს მისი სიძლიერე
ცუდად არ უთამაშიათ პედროს თუ ბუსკეტს. პიკესგან უფრო თამამ თამაშს ვართ შეჩვეული, მაქსველს კი აბიდალმა აჯობა ამ თამაშში.
გვარდიოლას გუნდი 3:0 იგებს მის გარშემო კამათის ქარცეცხლში (სატრანსფერო პოლიტიკა არ ვარგოდა, შემადგენლობა პატარაა და ა.შ.) და დროებით მაინც იცილებს მოკირკიტეებს, როგორც ერთმა კომენტატორმა თქვა ,,ზლატაან ზლატააან. გვარდიოლას სისტემა მუშაობს"
შემდეგი თამაში ხეტაფესთან გასვლაზე 13-ში, უკვე ინიესტათი.
გოლები: ბოიანი, კეიტა, იბრაჰიმოვიჩი
საგოლე პასები: კეიტა, ალვეში
გუნდური სტატისტიკა
ბარსელონა - ხიხონი
დარტყმა კარისკენ: 19 : 9
დარტყმა კარში: 9 : 5
ძელი: 1:0
თამაშგარე: 2 : 5
კუთხურები: 9 : 7
ჯარიმები: 10 : 12
ყვითლები: 0 : 2
პასი: 788 (86%) : 264 (62%)
ბურთის ფლობა პროცენტებში: 74% : 26%
დაცვიდან გამოტანა/მოგერიება: 55 : 61
ინდივიდუალური სტატისტიკა:
დარტყმა კარისკენ: იბრაჰიმოვიჩი 6, ბოიანი 5, კეიტა 4, დავიდ ბარალი
დარტყმა კარში: იბრაჰიმოვიჩი 5, დავიდ ბარალი 4, კეიტა 2
ასისტენტი: ხავი 6, ალვეში 3
დაჯარიმდა: ალვეში 5, დავიდ ბარალი 4
მასთან დაჯარიმდნენ: დიეგო კასტრო 4, ბუსკეტსი 3
ართმევა: პუიოლი 14, პიკე 9, რივერა 8, მაქსველი 6
დაცვიდან გამოტანა/მოგერიება: სასტრე 12, პუიოლი 11, ბოტია 10, მიჩელი 10, ბუსკეტსი 8, პიკე 6
დაკარგვა ყველაზე მეტი: ალვეში 17, ხუან პაბლო 11, რივერა 10, ხავი 10, პედრო 9, სასტრე 9, იბრაჰიმოვიჩი 9, დავიდ ბარალი 8,
დაკარგვა ყველაზე ნაკლები: პუიოლი 1, ვალდესი 1, კანელია 1, მიჩელი 2, ბოიანი კეიტა პიკე - 4
,,მქკ" საჯარიმომდე: ხავი 14, ალვეში 12, პედრო 7, მიგელი 7
,,მქკ" საჯარიმოში: ბოიანი 2
პასი სულ და %:
პუიოლი 121 (98%)
ხავი 108 (88%)
პიკე 105 (93%)
ალვეში 80 (73%)
ბუსკეტსი 76 (89%)
კეიტა 71 (84%)
პედრო 59 (78%)
ვალდესი 32 (100%)
მაქსველი 31 (84%)
იბრაჰიმოვიჩი 30 (73%)
ბოიანი 30 (70%)
აბიდალი 26 (88%)
ფონტასი 9 (100%)
ჟეფრენი 1 (0%)
სასტრე 29 (59%)
მეკარეები:
ვალდესი 5 მოგერიება, 10 გამოსვლაზე/ჩაჭრაზე თამაში, 6 ართმევა, 1 დაკარგვა, პასი 100%
ხუან პაბლო 6 მოგერიება, 14 გამოსვლა/ჩაჭრაზე, 7 ართმევა, 11 დაკარგვა, პასი 48%
No comments:
Post a Comment