რამდენ გოლს გაიტანს იბრა ჩემპიონატში

ბლოგი ბარსელონაზე, ზოგადად ფეხბურთზე და ,,ჩემს" სხვა ,,ახირებებზე" :)

Monday, August 31, 2009

ბარსელონა 3:0 სპორტინგი (ხიხონი)

ესპანეთის ჩემპიონატის პირველ ტურში ბარსელონამ  71 ათასი მაყურებლის თვალიწინ, საკუთარ მოედანზე აჯობა სპორტინგს ანგარიშით 3:0

თამაშმა საკმაოდ უცნაური შთაბეჭდილება დატოვა, ბარსელონა ისევ ძალიან დაბალ ტემპში თამაშობდა (შახტარი), ეს ალბათ რამდენიმე ლიდერის არყოფნას უნდა დავაბრალოთ.

სპორტინგი საკმაოდ ხშირად აწუხებდა ბარსელონას დაცვას, თუმცა გიგანტურმა პუიოლმა პრაქტიკულად მარტომ მოიგერია ყველა შეტევა, დარჩენილები კი ძალიან დამაჯერებლად მოთამაშე ვალდესმა განმუხტა

სწორედ პუიოლი მიმაჩნია თამაშის გმირად, ასეთი თამაშები პუიოლი სანამ დაიწყებდა კარიერას ბარსას წაუგია კიდეც

ვალდესი კი ვფიქრობ უკვე არცერთ მსოფლიოს საუკეთესო მეკარეზე ნაკლები არაა, იმედია შეცდომებს არ ,,გაიხსენებს"

ყველამ იხილა თუ რა მწვავედ თამაშობდა კეიტა, სწორად მან ულიდერა ბარსას წინა ხაზს, როგორც ყოველთვის ბევრს შრომობდნენ ხავი და ალვეში, თუმცა არცერთს არ გაუბრწყინია, ხავიმ საკმაოდ ცოტა ითამაშა დაცვაში, ალვეშმა კი უამრავი ბურთი დაკარგა და არაზუსტი პასებიც ,,არიგა", თუმცა მისი ჩაწოდებები მომაკვდინებელი აღმოჩნდა ხიხონისთვის

კარგი იყო ბოიანი, თუმცა ბოლოსკენ შეცდომებს უმატა. თავდასხმას ჯერაც აკლიმატიზაციის სტადიაში მყოფი იბრაჰიმოვიჩის მიუხედავად ბოიანი იყო საუკეთესო

თვით ზლატან იბრაჰიმოვიჩის თამაში ვგრძნობ, მესმის, (ამ წუთს გვარდიოლას პრესკონფერენციაზე) არაერთგვაროვან შთაბეჭდილებას ტოვებს

დგეს მან გაიტანა თავისი ბურთი, რაც შეეხება მის დღევანდელ თამაშს, ალბათ გულშემატკივარი უარყოფითაც შეაფასებს, თუმცა არ შეიძლება არ ითქვას მისი შრომა დაცვაში, მან იმდენჯერვე მოიგერია დაცვიდან ბურთი (5-ჯერ) რამდენიც ალვეშმა თუ მაქსველმა, 2-ჯერ აართვა კიდეც, მისი თამაში უკანა ხაზის დასახმარებლად მართლაც არ იყო უმნიშვნელო. 6 დარტყმიდან 5 კარშიც გაუშვა. აქედანაც ჩანს მისი სიძლიერე

ცუდად არ უთამაშიათ პედროს თუ ბუსკეტს. პიკესგან უფრო თამამ თამაშს ვართ შეჩვეული, მაქსველს კი აბიდალმა აჯობა ამ თამაშში.

გვარდიოლას გუნდი 3:0 იგებს მის გარშემო კამათის ქარცეცხლში (სატრანსფერო პოლიტიკა არ ვარგოდა, შემადგენლობა პატარაა და ა.შ.) და დროებით მაინც იცილებს მოკირკიტეებს, როგორც ერთმა კომენტატორმა თქვა ,,ზლატაან ზლატააან. გვარდიოლას სისტემა მუშაობს"

შემდეგი თამაში ხეტაფესთან გასვლაზე 13-ში, უკვე ინიესტათი.

გოლები: ბოიანი, კეიტა, იბრაჰიმოვიჩი

საგოლე პასები: კეიტა, ალვეში

გუნდური სტატისტიკა

ბარსელონა - ხიხონი

დარტყმა კარისკენ: 19 : 9

დარტყმა კარში: 9 : 5 

ძელი: 1:0

თამაშგარე: 2 : 5

კუთხურები: 9 : 7

ჯარიმები: 10 : 12

ყვითლები: 0 : 2

პასი: 788 (86%) : 264 (62%)

ბურთის ფლობა პროცენტებში: 74% : 26% 

დაცვიდან გამოტანა/მოგერიება: 55 : 61

ინდივიდუალური სტატისტიკა:

დარტყმა კარისკენ: იბრაჰიმოვიჩი 6, ბოიანი 5, კეიტა 4, დავიდ ბარალი

დარტყმა კარში: იბრაჰიმოვიჩი 5, დავიდ ბარალი 4, კეიტა 2

ასისტენტი: ხავი 6, ალვეში 3

დაჯარიმდა: ალვეში 5, დავიდ ბარალი 4

მასთან დაჯარიმდნენ: დიეგო კასტრო 4, ბუსკეტსი 3

ართმევა: პუიოლი 14, პიკე 9, რივერა 8, მაქსველი 6

დაცვიდან გამოტანა/მოგერიება: სასტრე 12, პუიოლი 11, ბოტია 10, მიჩელი 10, ბუსკეტსი 8, პიკე 6

დაკარგვა ყველაზე მეტი: ალვეში 17, ხუან პაბლო 11, რივერა 10, ხავი 10, პედრო 9, სასტრე 9, იბრაჰიმოვიჩი 9, დავიდ ბარალი 8, 

დაკარგვა ყველაზე ნაკლები: პუიოლი 1, ვალდესი 1, კანელია 1, მიჩელი 2, ბოიანი კეიტა პიკე - 4

,,მქკ" საჯარიმომდე: ხავი 14, ალვეში 12, პედრო 7, მიგელი 7

,,მქკ" საჯარიმოში: ბოიანი 2

პასი სულ და %:

პუიოლი 121 (98%)

ხავი 108 (88%)

პიკე 105 (93%)

ალვეში 80 (73%)

ბუსკეტსი 76 (89%)

კეიტა 71 (84%)

პედრო 59 (78%)

ვალდესი 32 (100%)

მაქსველი 31 (84%)

იბრაჰიმოვიჩი 30 (73%)

ბოიანი 30 (70%)

აბიდალი 26 (88%)

ფონტასი 9 (100%)

ჟეფრენი 1 (0%)

სასტრე 29 (59%)

მეკარეები:

ვალდესი 5 მოგერიება, 10 გამოსვლაზე/ჩაჭრაზე თამაში, 6 ართმევა, 1 დაკარგვა, პასი 100%

ხუან პაბლო 6 მოგერიება, 14 გამოსვლა/ჩაჭრაზე, 7 ართმევა, 11 დაკარგვა, პასი 48%

Friday, August 28, 2009

იბრაჰიმოვიჩი ბარსაში

იბრაჰიმოვიჩზე

ვნახოთ მისი 3 ბარსელონური თამაშის საშუალო 

დარტყმა კარისკენ 7 (საშუალოდ 2.3), დარტყმა კარში 4 (57%)

ასისტენტი 2-ჯერ

დაჯარიმდა 5-ჯერ, მასზე დაჯარიმდნენ 3-ჯერ

თამაშგარეში 3-ჯერ

დაკარგვა საშუალოდ 7.7 (ყოველ მე-4.5 მიღება/შეხებაზე კარგავს)

დაცვიდან ამოტანა/მოგერიება 4-ჯერ

ართმევა 0

,,მქკ" საჯარიმომდე - 9

,,მქკ" საჯარიმოში - 5

სულ პასების რაოდენობა 72, სიზუსტე 64%

რა შეიძლება ითქვას ცივი გონებით იბრაჰიმოვიჩის ნაჩვენებ თამაშზე, ყველაფრის მიუხედავად (გვერდზე რომ გადავდოთ აკლიმატიზაცია თუ ინერტულობა) მას კარში დარტყმის ძალიან კარგი შედეგი აქვს, თუმცა მოსამატებელი აქვს ,,აქტიურობაში", იტალიაში ის კარისკენ 3.6-ჯერ არტყამდა (ბოლო სეზონში) საშუალოდ, აქ კი მხოლოდ 2.3 - მერე გოლებიც იქნება

მოსამატებელი აქვს თანაგუნდელების პასებით მომარაგება, მათთვის მომენტის შექმნა

უფრო ხშირად უნდა მიიღოს ბურთი, დაახლოებით 10-15-ჯერ ნაკლებად ეხება ვიდრე ინტერში

ბურთს ყოველ 4.5 შეხებაზე კარგავს, რაც ნამეტანია, საერთოდ მე-7-8 შეხებაზე კარგავს იგი საერთოდ

პასის აკურატულობა ისეთივე აქვს როგორც ყოველთვის ჰქონდა, თუმცა სასურველია უკეთესი ჰქონდეს ბარსელონაში

მიუხედავად არაშთამბეჭდავი თამაშისა ძალიან მაღალი აქვს როგორც საჯარიმომდე ისე საჯარიმოს შიგნით ,,მქკ", ანუ მისმა ქმედებებმა გუნდისთვის პრაქტიკული შედეგი იქონია

დაცვის დახმარებაც ნორმალურია (მიუხედავად იმისა რომ ბურთს არ ართმევს, ამას არც არავინ ითხოვს, მისი კოზირი არასდროს ყოფილა)

დასკვნის სახით: არაა საჭირო აჩქარება, მთავარია ნელ-ნელა მოუმატოს, ჩვენ საუკეთესო იბრაჰიმოვიჩი გვჭირდება ლიგის კიდევ ერთხელ მოსაგებად და ჩემპიონატში რეალის დასამარცხებლად.

ბარსელონა - შახტარი 1:0 (დ.დ.)

და აი ბარსელონას მე-5 თასი მიმდინარე წელს და ,,პეპ ტიმი" გაუთანაბრდა 50/51 წლების ლეგენდარულ ,,5 თასის ბარსელონას"

მართლაც რომ საოცარი შედეგია

ხოსეპ გვარდიოლას გუნდის შემდეგი ტიტული კი მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი უნდა იყოს :)

თუმცა იქამდე მილოცვები ყველა ბარსას გულშემატკივარს, ნამდვილ ოქროს ხანაშია გუნდი, გვარდიოლა ყველაფერს იგებს, ახდენილი სიზმარია ის რაც ხდება :|

ბარსელონა 1:0 შახტარი 

გოლი: პედრო, 118 წუთზე 

საგოლე პასი: მესი 

გუნდური სტატისტიკა:

დარტყმები კარისკენ:

ბარსელონა 24:7 შახტარი

დარტყმები კარში:

ბარსელონა 10:2

ჯარიმები:

ბარსელონა 14:18 შახტარი

ყვითელი:

ბარსელონა 2:4 შახტარი

კუთხურები:

ბარსელონა 15:0 შახტარი

ბურთის ფლობა პროცენტებში:

ბარსელონა 67%:33% შახტარი

პასები:

ბარსელონა 867 (86%) : 408 (76%)

მონაკოში ბარსელონამ თავის ისტორიაში მე-3 ევროპის სუპერთასი მოიგო, მოიგო ერთი მხრივ რთულ თამაშში, მეორეს მხრივ უდიდესი სათამაშო უპირატესობით

შახტიორს შეეძლო მოეგო თამაში, თუმცა ბარსას მცველების და მეკარის კარგმა თამაშმა მათ ამის საშუალება მოუსპო

გუნდის ლიდერობა გასწია ლეო მესიმ, შახტარის  ზე-დაცვით გუნდს ერთი (სამწუხაროდ მხოლოდ ერთი) პრობლემა ჰქონდა  - მესი

იბრაჰიმოვიჩის ინერტულობის გამო და ტიერი ანრის თუმცა მონდომებულ, მაგრამ შეცდომებით უხვ თამაშში მესი მარტო დარჩა შახტარის ულტრა-დაცვასთან :D. 

ჯერ კიდევ პირველ ტაიმში მსაჯმა აშკარა პენალტი (ხელბურთი ცოცხალი კედლის შესრულებით) არ მისცა ბარსელონას, კერძოდ მესის

რაც დრო გადიოდა მესი უფრო და უფრო უმატებდა, მეორე ტაიმის შუაწელიდან ბარსამ სიჩქარეს გაზარდა და შახტარის კართან რამდენიმე მომენტი შეიქმნა, თუმცა მესის დარტყმებს მეკარე იგერიებდა

შეხვედრის 118 წუთზე პედრომ მარცხენა ფლანგზე მიიღო ბურთი, გაითამაშა მესისთან, ამ უკანასკნელმა უჭკვიანესი პასით პედრო მეკარეს შეატოვა და სეზონის დაწყებიდან გუნდის ,,პიჩიჩიმ" ოსტატური დარტმით მეკარისგან შორეულ კუთხეში ,,შეაგორა"

ბარსა  ევროპის საუკეთესო გუნდია კვლავაც 

რაც შეეხება სხვა გმირებს

ძალიან დაკვირვებულად ითამაშა ვალდესმა, დროულად ტოვებდა კარს, კრიტიკულ მომენტში კი დამაჯერებელი გახლდათ, მოიგერია რა აგაჰოვას დარტმული, შემდეგ კი ცოტა ანერვიულა ბარსას ფანები უცნაურად აღებული ბურთით (კარის ხაზზე)

კვლავ გული იყო პუიოლი, მართალია ის ოპტიმალურ ფორმაში არაა და დაცვა რამდენჯერმე შეცდა, თუმცა პუიოლმა კლასი აჩვენა, ეს ადამიანი ნამდვილი გიგანტია დაცვაში

ცდილობდა ფორვარდების ათამაშებას ხავი, თუმცა არაფერი გამოუვიდა, დღეს ბარსას ფორვარდების დღე არ იყო, ხავიმ კი თავისი სამუშაო კვლავ ფრიადზე შეასრულა

ნორმალურად ითამაშა ალვეშმაც, თუმცა შეცდომებიც დაუშვა

არ შეიძლება არ აღინიშნოს ბარსას ახალი (მომავალი) შენაძენის ჩიგრინსკის თამაში, ის ბრწყინვალედ ართმევდა თავს დაცვის ორგანიზებას, მუდმივად ,,ჭრიდა" ბარსას პასებს თუ ჩაწოდებებს. პოზიციის შერჩევაში და ,,თამაშის წაკითხვაში" ეს კაცი ევროპაში ალბათ ერთ-ერთი საუკეთესოა იქნება

ინდივიდუალური სტატისტიკა

დარტყმა კარისკენ: მესი 6, ალვეში 5, პუიოლი 3

დარტყმა კარში: მესი 3, პედრო 2

ასისტენტი: ხავი 5, მესი 3, ალვეში 2 კეიტა 2 პედრო 2

დაჯარიმდა: იბრაჰიმოვიჩი 4, ლუის ადრიანო 4

მასზე დაჯარიმდნენ: მესი 5, ალვეში 5

ართმევა: პუიოლი 12, ვალდესი 12, პიკე 10, ალვეში 9

ბურთის დაცვიდან მოგერიება/ამოტანა:

კუჩერი 16, ჩიგრინსკი 14, სრნა 13, ვილიანი 11, აბიდალი 11, რატი 8, ალვეში 8, პიკე 8

დაკარგვა ყველაზე მეტი: პიატოვი 16, ლუის ადრიანო 15, ანრი 12, მესი 11, ილსინიო 11,  იბრაჰიმოვიჩი 10, ხავი 9

დაკარგვა ყველაზე ნაკლები: ვალდესი 2, კეიტა 2, ჩიგრინსკი 3

,,მქკ" მეტოქის საჯარიმომდე: მესი 13, ხავი 12, ალვეში 7, ანრი 6

,,მქკ" მეტოქის საჯარიმოში: მესი 7, იბრაჰიმოვიჩი 3

პასი სულ და %:

ხავი 137 (85%)

ალვეში 94 (89%)

პუიოლი 90 (92%)

პიკე 88 (93%)

მესი 82 (70%)

კეიტა 80 (94%)

ტურე 80 (94%)

აბიდალი 72 (92%)

ვალდესი 35 (97%)

ანრი 32 (47%)

იბრაჰიმოვიჩი 30 (60%)

პედრო 21 (86%)

ბუსკეტსი 17 (94%)

ბოიანი 9 (67%)

პიატოვი 53 (60%)

კუჩერი 47 (86%)

მეკარეები:

ვალდესი 2 მოგერიება, 10 გამოსვლა/ჩაჭრაზე თამაში

პიატოვი 9 მოგერიება, 18 გამოსვლა/ჩაჭრაზე თამაში

რამდენიმე ფეხბურთელის რამდენიმე საინტერესო მონაცემი:

ჩიგრინსკი, 4 ართმევა, პასი 28 (89%)

ხავი 5 ართმევა

მესი 9 მეტოქის მოტყუების ცდიდან 7 წარმატებული

კობინი 9 პასი (100%)

შემდეგი ,,ფიესტა" ორშაბათს, ღამის 12-ზე, ხიხონთან 

ვიდეო http://www.mysoccerplace.net/video/barca-vs-shakhtar-10

სპორტის შეფასებები

VALDES: 7

ALVES: 6

PUYOL: 6

PIQUE: 6

ABIDAL: 5

TOURE YAYA: 6

XAVI: 5

KEITA: 6

MESSI: 7

HENRY: 5

IBRAHIMOVIC: 5

PEDRO: 7

BOJAN: 6

BUSQUETS: 6. 

Monday, August 24, 2009

იბრაჰიმოვიჩი VS ეტოო

მე ნამდვილად არ ვაპირებ დიდი ყურადღება მივაქციო ამ საკითხს მომავალში, ვაქციო ლაიტმოტივად ამ ბლოგისა, სულაც არ მინდა იბრაჰიმოვიჩს რეფრენად ეტოო გასდევდეს და იმედია თავს დაანებებენ წასულსაც და მოსულსაც ტვინს არ გაუწყალებენ მუდმივი შედარებებით, თუმცა იმის გათვალისწინებით რომ ეს თემა მთელ საფეხბურთო ესპანეთში ყველაზე უფრო აქტუალურია და საკამათო, ვნახოთ ამ ფეხბურთელების პირველი ნაბიჯები თავის ახალ გუნდებში

რა შეიძლება ითქვას, იბრაჰიმოვიჩისგან სხვა თამაშს ელის ბარსელონა, პრაქტიკულად მის გარეშე მოიგეს ბილბაოსთან

თავის მხრივ ეტოოს შეეძლო ინტერისთვის 3 ქულა მოეტანა თუმცა რამდენიმე მეტრიდან ურეალურესი შანსი გაატანა ქარს 1:0 ზე და ფრეს დასჯერდნენ, ხოლო სუპერთასი დათმეს

სპორტის შეფასება იბრაჰიმოვიჩის

სიტისთან 6

ბილბაოსთან 7

ლა რეპუბლიკას შეფასება ეტოოსი

ლაციოსთან 7

ბარისთან 6

გოლები ოფიციალურ თამაშებში:

ეტოო 2 თამაში 2 გოლი

იბრაჰიმოვიჩი 1 თამაში 0 გოლი

სერია ა-ს ეტოო სუპერთასის იბრაჰიმოვიჩი

ეტოო 97 წუთი, 4 დარტყმიდან 2 კარში, 2 ასისტენტობა, 3-ჯერ დაჯარიმდა, ერთხელ აართვა, 6-ჯერ დაკარგა, 35 პასიდან 27 ზუსტი (77%)

იბრაჰიმოვიჩი 71 წუთი, 2 დარტყმიდან ორივე კარში, 1 ასისტენტობა, ერთხელ დაჯარიმდა და ერთხელ დაჯარიმდნენ მასზე, 7 დაკარგვა, 28 პასიდან 22 ზუსტი (79%)

ამ სტასტისტიკიდან ვხედავთ რომ მათი პასის სიზუსტე ერთნაირია, დაკარგვაც ერთნაირი, თუმცა ეტოომ მეტი ითამაშა როგორც წუთობრივად ისე ბურთით

იბრაჰიმოვიჩმა თამაშიდან ერთხელ დაარტყა და ისიც კარში (აკრობატულ ნახტომში)

ეტოომ თამაშიდან 3-ჯერ დაარტყა (არ ჩავთვალოთ პენალტი), საიდანაც 2 ააცილა

არცერთმა არ ითამაშა კარგად, ცენტრ-ფორვარდისგან მხოლოდ 1 დარტყმა თამაშში (მეორე ჯარიმიდან იყო) ეს ცუდია და მინიმუმ ინერტულობაზე მეტყველებს

ეტოომ კატენაჩოს ვერ აჯობა, მან ვერ შეძლო თავისი პლუსის გამოყენება და მხოლოდ 3-ჯერ შეუტია მეტოქის კარს, როცა 5-ჯერ მაინც უნდა დაერტყა

თან რეალური მომენტები ვერ გამოიყენა და ინტერი კარგავს ქულებს

მე ვფიქრობ იბრაჰიმოვიჩს თამაშის მხრივ ბარსელონაში პრობლემა არ ექნება, ,,ნამეტანი" გამარტული და ძლიერი გუნდი ყავს ბარსას, თუმცა უკვე გამოჩნდა რომ იბრაჰიმოვიჩისგან მოითხოვო იმდენი ბურთი რამდენიც ეტოოსგან არის იბრაჰიმოვიჩს არ მისცე საშუალება თავისი თამაში ითამაშოს.

ინტერთან შედარებით რთულადაა საქმე

ვნახოთ გასული სეზონის ინტერის პირველი საშინაო თამაში და შევადაროთ წლევანდელთან

2:1 მოიგო მაშინ ინტერმა კატანიასთან, ორივე ბურთი ავტოგოლით გაიტანეს

მაშინ ინტერმა დაარტყა 17-ჯერ კარისკენ, წელს 20-ჯერ

კარში მაშინ დაარტა 4-ჯერ, წელსაც 4-ჯერ

ბურთს მაშინ ფლობდნენ 60%, წელს 55%

მაშინ გააკეთეს 10 პოტენციურად საგოლე პასი (ასისტენტობა) წელს კი მთელი 16 (ანუ ვერ ვიტყვით რომ ინტერის ფორვარდებს ახლა პასები აკლდათ, მათ ,,უფრო" ვერ შეძლეს მეკარე შეეწუხებინათ, დაერტყათ მისთვის კარში

მაშინ მათ 449 პასი გააკეთეს, წელს უფრო ,,პასაობამ" მოუწიათ 489, ვინაიდან საჯარიმოში როგორც ვთქვი ფორვარდები არაეფექტურნი (მიზეზი მათი ღრმად თამაშია). ამას ციფრიც აჩვენებს, გასულ წელს საჯარიმოში 44 ,,მქკ" წელს მხოლოდ 36

გასულ წელს იბრაჰიმოვიჩმა 6-ჯერ დაარტყა მეტოქის კარისკენ, ის უფრო თავისუფლად აღწევდა კატენაჩოს მარწუხებს თავს ვიდრე წელს ეტოომ მოახერხა 

მანდ უფრო მეტჯერაც მიიღო ბურთი ვიდრე ეტოომ (ეს თავისთავად)

იბრაჰიმ მაშინ 15 ბურთი დაკარგა, ერთხელ ასისტენტობა გაუწია თანაგუნდელებს და პასი 65% ჰქონდა

დაველოდოთ მოვლენების განვითარებას, თუმცა უნდა ითქვას მაურინიოს მოუწევს მილიტო-ეტოო ცოტა სხვანაირად ათამაშოს, გასაგებია რომ მილიტო შესანიშნავი ასისტენტია (გასულ წელს მან 8-საგოლე პასი გააკეთა როგორც მახსოვს), თუმცა უნდა შეცვალოს რაღაცა, თორემ ვერც ეტოო უტევს კარს და ვერც მილიტო, ორივეს სიმწვავე ეკარგება (მილიტო მხოლოდ 1 დარტყმა კარში)

ეს ყველაფერი არ ნიშნავს ფორვარდების ,,დამნაშავეობას", მოკლედ საკმარისია

იბრაჰიმოვიჩთან როგორც უკვე ვთქვი ნაკლები პრობლემებია მოსალოდნელი, როცა ის გუნდს შეეწყობა მისგანაც ვიხილავთ ბევრ გოლს, ,,კონსტრუქციულ" თამაშში კი მისგან ძალიან დიდი სარგებელი იქნება. თუმცა მაინც აჯობებდა მის წინ ფორლანის ტიპის ფორვარდი თამაშობდეს. 

და მაინც ბარსა უფრო გაძლიერდა ჩემი აზრით, თუმცა მათ მოუკლეს მეკარის დაბომბვა სტატისტიკურად.

ბარსელონა 3:0 ბილბაოს ატლეტიკი

ესპანეთის სუპერთასის განმეორებით შეხვედრაში, ბარსელონამ ,,კამპ ნოუზე", 61 ათასი მაყურებლის თანდასწრებით, გაანადგურა მეტოქე ანგარიშით 3:0 და დაეუფლა ისტორიაში 8-ე სუპერთასს, გაუთანაბრდა რა ამით მადრიდის რეალს

მიმოხილვა http://www.mysoccerplace.net/video/barca-vs-athletic-bilbao-30

მთელი თამაში http://www.mysoccerplace.net/video/barcelona-vs-bilbao-30-full

მაშ, შედგა ზლატან იბრაჰიმოვიჩის ოფიციალური დებიუტი, სადაც მან ნორმალური შთაბეჭდილება დატოვა, რამდენიმე მომენტში კი ულამაზესი ფინტი თუ დარტყმით მოხილბა მაყურებელი

თამაში ბარსას უდიდესი უპირატესობით დაიწყო და დამთავრდა, ბილბაო მხოლოდ უყურებდა და ხელის შეშლაც არ გამოსდიოდა

ფანტასტიკური იყო ლეო მესი, უზუსტესი პასები, მხოლოდ 5 დაკარგული ბურთი, 2 გოლი

ტრადიციულად უნაკლო იყო ხავი, მან დაცვაშიც იმუშავა და 5 ბურთი აართვა მეტოქეებს

კვლავ დაუფასებელია ალვეში, მან ბრწყინვალე თამაში აჩვენა, გამუდმებით თამაშში, მინიმალური რაოდენობა შეცდომების, მხოლოდ 4 დაკარგული ბურთი

კაპიტანი კვლავ გული იყო...ტურე კანიბალი...

ბოიანი პრეტემპორადიდან მოყოლებული ეტოოს არყოფნას არ ატყობს გუნდს და ამ თამაშშიც ,,ეტოოს ბურთი" გაიტანა

პიკე უნარიანად ხელმძღვანელობდა დაცვას, ნორმაზე იყო მაქსველი

იბრაჰიმოვიჩი თანაგუნდელებზე თამაშობდა, აკურატული იყო პასში, ცდილობდა ფეხში მიეცა, დაკარგა მხოლოდ 7 ბურთი. 

კარგი იყო კეიტაც, მან იცის როგორ ,,ამოავსოს ზონები"

შესანიშნავად ითამაშა ანრიმ, ჩემთვის გაუგებარია მისი დაბალი შეფასება სპორტის მიერ გაკეთებული, რამდენიმე ,,კი" გადაცემა, ახალგაზრდული შემართება :D, შეტევების მომზადებაში ერთ-ერთი მთავარი როლის შესრულება..

იმის თქმა მინდა რომ ყველამ ცალ-ცალკე და გუნდმა ერთად დამაჯერებელი და ძლიერი თამაში ანახეს, ვალდესს მხოლოდ 1-ხელ მოუხდა ბურთის მოგერიება

წინ ევროპის სუპერთასია

გუნდური სტატისტიკა

დარტყმები კარისკენ:

ბარსელონა 19:2 ბილბაო

დარტყმები კარში: 

ბარსელონა 8:1 ბილბაო

ძელი:

ბარსელონა 1:0 ბილბაო

დაჯარიმდა:

ბარსელონა 9:14 ბილბაო

ყვითელი:

ბარსელონა 3:4 ბილბაო

თამაშგარე:

ბარსელონა 3:1 ბილბაო

კუთხურები:

ბარსელონა 9:2 ბილბაო

ბურთის ფლობის პროცენტული მაჩვენებელი:

ბარსელონა 68% : 32% ბილბაო 

პასი სულ და სიზუსტე:

ბარსელონა 610 (87%) : 277 (71%) ბილბაო

ინდივიდუალური სტატისტიკა:

გოლები: მესი 2, ბოიანი

ძელი: პუიოლი

დარტყმები კარისკენ: ხავი 4, მესი 3, ანრი 3, 

დარტყმა კარში: მესი 3, იბრაჰიმოვიჩი 2

ასისტენტი: ხავი 3, ალვეში 2, ტურე 2, მესი 2

დაჯარიმდა: ტურე 4

მასზე დაჯარიმდნენ: მესი 4, კეიტა 4, გაბილონდო 3

ბურთის ართმევა: ირაისოსი 13, პუიოლი 10, პიკე 9, ალვეში 8, მაქსველი 8

დაკარგვა: გაბილონდო 13, ირაისოსი 11, ირაოლა 10, ხავი 10, ორბაისი 9, დავიდ ლოპესი 8, ანრი 8, კეიტა 8

ვალდესი 1, ტურე 3, ალვეში 4, მესი 5; ხაბი ეჩებარია 0, გუპეგი 2, კოიკილი 3

,,მქკ" საჯარიმომდე: ხავი 11, ალვეში 9, ანრი 6

,,მქკ" საჯარიმოში: ანრი 4, მესი 3, იბრაჰიმოვიჩი 2

ბურთის დაცვიდან მოგერიება: ალვეში 10, მაქსველი 8, უსტარიტსი 9

პასი სულ და სიზუსტე:

ხავი 95 (87%)

ალვეში 88 (89%)

პუიოლი 59 (91%)

ტურე 53 (96%)

მესი 52 (90%)

პიკე 51 (96%)

მაქსველი 49 (88%)

კეიტა 47 (79%)

იბრაჰიმოვიჩი 28 (79%)

ანრი 27 (67%)

ვალდესი 26 (89%)

ბუსკეტსი 17 (94%)

ბოიანი 5 (60%)

პედრო 5 (80%)

ორბაისი 44 (86%)

იონ ველესი 7 (100%)

მეკარის მოგერიება: ვალდესი 1, ირასიოსი 5

სპორტის შეფასებები:

VALDES: 6

ALVES: 6  

PUYOL: 6

PIQUE: 6

MAXWELL: 6

TOURE YAYA: 8

XAVI: 7  

KEITA: 7

MESSI: 8 საუკეთესო

HENRY: 6

IBRAHIMOVIC: 7

BOJAN: 7

PEDRO: 6

BUSQUETS: 6 

Thursday, August 20, 2009

ატლეტიკი - ბარსელონა 1:2

ხავი და კომპანია გამარჯვებით იწყებს

პირველივე ოფიციალურ თამაშში ბარსელონამ ესპანეთის სუპერ თასზე გასვლაზე აჯობა ბილბაოს

თამაშზე შეიძლება ითქვას რომ ბარსელონა მიუხედავად იმისა რომ აგებდა მაინც თითქმის მთელი დრო აკონტროლებდა თამაშს
რამდენიმე ლიდერის არყოფნაში ბარსელონამ კვლავ გუნდური თამაში აჩვენა, წინა სეზონის ,,პეპ ტიმის" ხელწერა ახლაც იგრძნობოდა

ხავი კი აშკარად საუკეთესო იყო, გუნდის ნამდვილი ყოჩი :)

+ გუნდური თამაში და ხავი
- ფორვარდებს სიმწვავეც აკლდათ და ნაკლებადაც ცდილობდნენ ბურთის მიღებას

ძალიან მონდომებული იყო აბიდალი
პედრომ შესანიშნავი დარტყმით აიღო მეტოქის კარი
მეტი რა შეიძლება ითქვას, ბილბაოს დღევანდელი გუნდი ბარსას მეტოქე არაა

ნახევარი საქმე გაკეთებულია ისტორიაში მე-8 სუპერთასამდე







ბილბაო - ბარსელონა 1:2

გოლები: ხავი, პედრო
საგოლე პასი: პედრო, ხავი

გუნდური სტატისტიკა:

დარტყმები სულ:

ბილბაო 14 - 19 ბარსელონა

დარტყმები კარში:
ბილბაო 4 - 5 ბარსელონა

ძელი:

ბილბაო 0 - 1 ბარსელონა

ბურთის ფლობა პროცენტებში:

ბილბაო 33% - 67% ბარსელონა

ჯარიმები:

ბილბაო 19 - 16 ბარსელონა

ყვითელი:

ბილბაო 2 - 2 ბარსელონა

კუთხურები:

ბილბაო 2 - 9 ბარსელონა

პასები (სულ და სიზუსტის პროცენტი)

ბილბაო 259 (70%) - 551 (81%) ბარსელონა



ინდივიდუალური სტატისტიკა:

ვალდესი - 3 მოგერიება
ირაისოსი - 8 მოგერიება


კარისკენ დარტყმა:

დანი ალვეში, სუსაეტა, კეიტა, ბოიანი - 3

კარში დარტყმა:

დე მარკოსი 2

ალვეში, კეიტა, ბოიანი, ხავი, პედრო, სუსაეტა, ტოკერო - 1


ძელი:

ალვეში - 1


ასისტენტი:

ხავი 6

აბიდალი 3

ალვეში, ორბაისი, ლორენტე 2

დაჯარიმდა:

ორბაისი 5

პუიოლი 3

მასზე დაჯარიმდნენ:

ალვეში 4

პედრო, სუსაეტა 3

ბურთის ართმევა:

პიკე 9

პუიოლი, ალვეში 8

დაცვიდან ბურთის მოგერიება:

უსტარიტსი 12

გურპეგი 11

პიკე 10

პუიოლი, აბიდალი 8

,,მქკ" ნახევარდაცვაში:

ხავი 14

ალვეში 10

გაბილონდო 5

,,მქკ" საჯარიმოში:

დე მარკოსი, ალვეში, კეიტა 2


პასი სულ და სიზუსტე პროცენტებში:

ალვეში 82 (73%)

ხავი 72 (84%)

აბიდალი 69 (85%)

კეიტა 57 (86%)

პიკე 53 (91%)

ტურე 50 (90%)

პუიოლი 45 (93%)

ვალდესი 31 (84%)

პედრო 29 (65%)

ანრი 22 (73%)

ბოიანი 18 (78%)

ჟეფრენი 10 (50%)

ბუსკეტსი 8 (88%)



ირაოლა 35 (77%)

უსტარიტსი 15 (100%)


დაკარგვა:

სუსაეტა 10

ხავი, ალვეში, ლორენტე, დე მარკოსი 9

უსტარიტსი 0

გურპეგი 2

ანრი, ვალდესი, პიკე, კოიკილი 3






სპორტ.ეს - შეფასებები:

VICTOR VALDES: 5


ALVES: 5

PUYOL: 6

PIQUE: 6

ABIDAL: 6

TOURE YAYA: 6

XAVI: 7 საუკეთესო

KEITA: 6

PEDRO: 7

HENRY: 5

BOJAN: 6

JEFFREN: 5

BUSQUETS: 5

08/09 სეზონის ბარსას საუკეთესო მოთამაშე

My Blog List