რამდენ გოლს გაიტანს იბრა ჩემპიონატში

ბარსელონა

ბლოგი ბარსელონაზე, ზოგადად ფეხბურთზე და ,,ჩემს" სხვა ,,ახირებებზე" :)

Monday, October 5, 2009

იბრა ვს ვილიას პრევიუ

იბრა ყოველ 97 წუთში 1 გოლი

ვილია ყოველ 89 წუთში 1 გოლი

იბრა 5 გოლი (0 ინდივიდუალურად)

ვილია 6 გოლი (1 ინდივიდუალურად)

იბრა 21 დარტყმა კარისკენ (ყველა თამაშიდან)

ვილია 29 დარტყმა კარისკენ (27 თამაშიდან)

იბრა 1 ძელი

ვილია 2 ძელი

იბრა 2 დარტყმა ინდივიდუალურად (სხვისი ხელშეწყობის გარეშე)

ვილია 1დარტყმა ინდივიდუალურად (სხვისი ხელშეწყობის გარეშე)

კარში დარტყმის სიზუსტე - იბრა 71%

კარში დარტყმის სიზუსტე - ვილია 55%

დარტყმებიდან გოლის გატანა - იბრა 24%

დარტყმებიდან გოლის გატანა - ვილია 21%

,,მქკ" საჯარიმომდე - იბრა 9

,,მქკ" საჯარიმომდე - ვილია 9

,,მქკ" საჯარიმოში - იბრა 7

,,მქკ" საჯარიმოში - ვილია 14

იბრა დაჯარიმდა 12-ჯერ, მასთან დაჯარიმდნენ 6-ჯერ, 1 ყვითელი მიიღეს მასთან უხეშობისთვის

ვილია დაჯარიმდა 11-ჯერ, მასთან დაჯარიმდნენ 5-ჯერ, 4 ყვითელი მიიღეს მასთან უხეშობისთვის

იბრა 6 ართმევა

ვილია 1 ართმევა

იბრა საშუალოდ 9.3 დაკარგვა

ბურთის მიღების მიხედვით: 4.4 (ყოველ 44 მიღებულ ბურთზე კარგავს 10)

ვილია საშუალოდ 9.5 დაკარგვა

ბურთის მიღების მიხედვით: 4.3 (ყოველ 43 მიღებულ ბურთზე კარგავს 10)

იბრა 20 დაცვიდან მოგერიება/ამოტანა (საშუალოდ 3.3)

ვილია 10 დაცვიდან მოგერიება/ამოტანა

იბრას პასი 69%

ვილიას პასი 51%

ასისტენტი (თანაგუნდელისთვის საგოლეს შექნა) იბრამ 7 (2-ი საგოლე პასი)

ასისტენტი (თანაგუნდელისთვის საგოლეს შექნა) ვილიამ 3 (0-ი საგოლე პასი)

იბრას დრიბლინგი 13-იდან 5 არ გამოუვიდა

ვილიას დრიბლინგი 15-იდან 9 არ გამოუვიდა

იბრას გაუწიეს 11 ასისტენტობა, გოლი გაიტანა 1ხელ (მესი)

ვილიას გაუწიეს 20 ასისტენტობა, გოლი გაიტანა 2-ჯერ (პაბლო ენრნ. 1, სილვა 1)

მესი და რონალდო 5 თამაშის შემდეგ

ორი სუპერფეხბურთელი უკვე ,,გახურდა", ჩვენც ,,გავაანალიზოთ"

მესი ყოველ 76 წუთში 1 გოლი

5 გოლი (2 ინდივიდუალურად ანუ სხვის დაუხმარებლად)

14 დარტყმა კარისკენ (სტანდარტულების გამოკლებით - 13 დარტყმა თამაშიდან)

დარტყმიდან გოლის ,,გარდასახვა"36%

კარში დარტყმის სიზუსტე 64%

ინდივიდუალური ქმედების შემდეგ (ანუ სხვის დაუხმარებლად) დარტყმა 4

,,მქკ" საჯარიმომდე 14 

,,მქკ" საჯარიმომდე მარცხნიდან 2

,,მქკ" საჯარიმომდე მარჯვნიდან 6

,,მქკ" საჯარიმომდე ცენტრიდან 6

,,მქკ" საჯარიმოში 8

4-ჯერ თვითონ დაჯარიმდა, 14-ჯერ მასთან დაჯარიმდნენ, 3 ყვითელი მიაღებინა

10 ართმევა (საშუალოდ 2.0)

55 დაკარგვა (საშუალოდ 11.0) 

დაკარგვა შეხებიდან გამომდინარე - 7.1 (დამრგვალებით: 71 ბურთის მიღებიდან კარგავს 10 ბურთს)

დაცვის დახმარება (დაცვიდან ბურთის ამოტანა/მოგერიება) 11

პასის სიზუსტე 78%

ასისტენტობა 8 (თანაგუნდელისთვის საგოლე მომენტის შემქნა ) - აქედან საგოლე პასი 3

12 ,,გამყვანი" პასი

დრიბლინგის მცდელობა 43-ჯერ (11-ი წარუმატებელი)

რამდენად იყენებს სხვის მიერ შექმნილ საგოლე მომენტს:

6-ჯერ გაუწიეს ასისტენტობა (შეუქმნეს საგოლე მომენტი), აქედან 3-ჯერ გაიტანა გოლი (თანაგუნდელს ჩაეწერა საგოლე პასი ხავი 1, იბრაჰიმოვიჩი 1, ალვეში 1)

რონალდო ყოველ 75 წუთში 1 გოლი

5 გოლი (3 ინდივიდუალურად ანუ სხვის დაუხმარებლად)

1 პენალტის შემდეგ

30 დარტყმა კარისკენ (სტანდარტულების გამოკლებით - 21 დარტყმა თამაშიდან) 

დარტყმიდან გოლის ,,გარდასახვა" 17%

კარში დარტყმის სიზუსტე 40%

ინდივიდუალური ,,შემოქმედების" შემდეგ დარტყმა 6

,,მქკ" საჯარიმომდე 23

,,მქკ" საჯარიმომდე მარცხნიდან 13

,,მქკ" საჯარიმომდე მარჯვნიდან 7

,,მქკ" საჯარიმომდე ცენტრიდან 3

,,მქკ" საჯარიმოში 17

6-ჯერ თვითონ დაჯარიმდა, 11-ჯერ მასთან დაჯარიმდნენ, 2 ყვითელი მიაღებინა

7 ართმევა (საშუალოდ 1.4)

44 დაკარგვა (საშუალოდ 8.8)

დაკარგვა შეხებიდან გამომდინარე - 6.9 (დამრგვალებით: 69 ბურთის მიღებიდან კარგავს 10 ბურთს)

დაცვის დახმარება (დაცვიდან ბურთის ამოტანა/მოგერიება) 11

პასის სიზუსტე 72%

ასისტენტობა 9 (თანაგუნდელისთვის საგოლე მომენტის შემქნა ) - აქედან საგოლე პასი 0

7 ,,გამყვანი" პასი

დრიბლინგის მცდელობა 38-ჯერ (11 წარუმატებელი)

რამდენად იყენებს სხვის მიერ შექმნილ საგოლე მომენტს:

11-ჯერ გაუწიეს ასისტენტობა (შეუქმნეს საგოლე მომენტი), აქედან 1 გოლი გაიტანა (თანაგუნდელს ჩაეწერა საგოლე პასი გრანერო 1)

რაში ჯობია აშკარად მესი:

პასის აკურატულობით (78% ვს 72%), განხორციელებული დარტყმებიდან გოლის გატანით და კარში დარტყმის სიზუსტით + თანაგუნდელის მიერ შექმნილი მომენტის გამოყენებით

რაში ჯობია აშკარად რონალდო:

,,მქკ"-თი (ანუ აქტიურობით) საჯარიმომდე და საჯარიმოში, მის ქმედებები უფრო ხშირად (რაოდენობრივად) ,,აწუხებდნენ" მცველებს თუ მეკარეს, უფრო მეტი აუტი თუ კუთხური მოუპოვა თავის გუნდს

თითქმის იდენტური: ბურთს ერთნაირად კარგავენ, ერთნაირად აჩერებენ ორივეს წესების დარღვევით, ერთნაირი დრიბლინგი, ერთნაირი დაცვის დახმარება, ერთნაირი უნარი შეუქმნან თანაგუნდელს საგოლე მომენტი 

მესის ნაკლი: კიდე უფრო ნაკლების დაკარგვა შეუძლია (უფრო უნდა შეაწუხოს მცველები, მოუტანოს გუნდს კუთხურები აუტები თუ უბრალოდ მეტჯერ უნდა შეუტიოს მცველებს) 

უფრო ხშირად ურტყას, 5 თამაშში 8 ასისტიც მისთვის ცოტაა

რონალდოს ნაკლი: შეამციროს ინდივიდუალობა თუნდაც თუ ეს ბოლო ფაზაში სიზუსტეში ხელს შეუწყობს (40% კარში დარტყმა თითქმის ნორმალურია)

ავტორის დასკვნა :D - მესი, უკეთესი პასის გამო + უფრო მეტს ,,თამაშობს" და მიზერულად მაგრამ მაინც ნაკლებს კარგავს ვიდრე რონალდო (0.2-ით :D)

ჩამორჩება მხოლოდ ,,მქკ''-თი, თუმცა რონალდოს უფრო ევალება დაასრულოს შეტევა (ითამაშოს წინა ხაზზე და ფლანგზე, სტატისტიკურად) ვიდრე მესის (რომელიც უფრო მოედნის ცენტრში მოქმედებს) 

Monday, September 14, 2009

ხეტაფე 0:2 ბარსელონა

ესპანეთის ჩემპიონატის მეორე ტურის შეხვედრაში, ბარსელონამ გასვლაზე დაამარცხა ძლიერი ხეტაფე 2:0, დაამარცხა საკმაოდ არასანახაობრივ თამაშში (რომელიც გვარდიოლას ცვლილებების შემდეგ შეიცვალა უკეთესობისკენ)

ხეტაფე 14 ათასამდე მაყურებლის მხარდაჭერით ცდილობდა ბარსასთვის პრობლემები შეექმნა, თუმცა მიუხედავად 2 ძელისა მათ ეს ნაკლებად გამოუვიდათ - ძალიან ძლიერი და დაბალანსებულია ბარსელონას თამაში დაცვაში თუ ნახევარდაცვაში

თამაში შეიცვალა სუსტად მოთამაშე ჟეფრენის (ბევრი დაკარგვა და ძლიერ არაზუსტი პასი) და ინერტული პედროს მესით და ინიესტას შეცვლის შემდეგ, ამ მოთამაშეებმა თამაში დაალაგეს, გამოირჩეოდნენ მაქსიმალური სიზუსტით პასებში, შემდეგ მათ ალვეშიც დაემატა და ბარსა მანქანად იქცა რომელმაც მშვიდად მიიყვანა თამასი გამარჯვებამდე

იქამდე კი იბრაჰიმოვიჩმა, რომელიც აშკარად პროგრესირებს, გაიტანა მნიშვნელოვანი ბურთი. ამ შეხვედრაში ძალიან კარგად მოთამაშე/მომუშავე (სასაცილოა სპორტის დაბალი შეფასება) აბიდალის პასის შემდეგ. (რომელიც მცველმა აისხლიტა და ისე მივიდა ზლატანამდე)

მეორე ბურთი ძალიან ლამაზი გამოდგა, ალვეშმა მოძებნა თავისუფლად მყოფი იბრაჰიმოვიჩი რომელმაც საოცარი, გათვლილი პასით, თითქოს ხელით, დაასვა საჯარიმოში შეჭრილ მესის და ამ უკანასკნელმაც უმძლავრესი თაურით მეკარეს შანსი არ დაუტოვა

ცალკე უნდა ითქვას გვარდიოლაზე, ,,მისი" ფეხბურთელები ამტკიცებენ რომ დიდძალი ფულის გადახდა მათში გამართლებული იყო

ჩიგრინსკის არცერთი შეცდომა არ დაუშვა, მართალია ის ცდებოდა ზოგჯერ პოზიციურად (და მხოლოდ 2 ბურთი გამოიტანა დაცვიდან, არადა მისი პლიუსი ზუსტად პოზიციური თამაშია) თუმცა ეს არაფერია ბურთით მისი ბრწყინვალე თამაშის გათვალისწინებით

თავის შესაძლებლობებზე სუსტად ჩაატარეს თამაში ხავიმ (ნაკლები დახმარება ფორვარდებს) პიკემ (ნამეტანი შეცდომები გადაცემებში) და პუიოლმაც

კვლავ დამაჯერებელი იყო ვალდესი, მცველებს სიმშვიდეს ,,უნერგავს"

უკანახაზელებს სერიოზული დახმარება გაუწია კეიტამ, მან და აბიდალმა თავისი სამუშაო ფრიადზე შეასრულეს

იბრაჰიმოვიჩმა კი ,,ღირსეულად" ითამაშა, ნელ-ნელა ის უმატებს, დაკარგა მხოლოდ 7 ბურთი, პასი 78%, კარში ურტყამდა ზუსტად და დაცვიდანაც გამოაქვს ბურთები (სულ 3-ჯერ ამ შეხვედრაში).

ჯერჯერობით ის თავის თავზე ნაკლებად იღებს თამაშს, ნაკლებად ეხება ბურთს ვინაიდან ოპტიმალურ ფორმაში არ იმყოფება (თავისივე თქმით). მისი როგორც ფეხბურთელის სიძლიერე კი დაკვირვების გარეშეც აშკარად სჩანს

ოთხშაბათს კი ბარსა ინტერთან სათამაშოდ ჩავა..

გოლები: იბრაჰიმოვიჩი, მესი

საგოლე პასი: იბრაჰიმოვიჩი

გუნდური სტატისტიკა

ხეტაფე - ბარსელონა

დარტყმა კარისკენ:

18 : 14

დარტყმა კარში:

3 : 9

ძელი:

2 : 0

თამაშგარე: 

1 : 2

კუთხურები:

2 : 5

ჯარიმები:

17 : 19

ყვითელი ბარათი:

3 : 1

ბურთის დაცვიდან მოგერიება/გამოტანა:

47 : 56

პასები სულ და პასის სიზუსტე:

403 (77%) : 554 (85%)

ბურთის ფლობა პროცენტებში:

40% : 60%

ინდივიდუალური სტატისტიკა:

მეკარეები:

ვალდესი: 3 მოგერიება 3-იდან (100% დარტყმების მოიგერია), 7 გამოსვლა/ჩაჭრაზე წარმატებული თამაში

უსტარი: 7მოგერიება 9-იდან (78% დარტყმების მოიგერია), 10 გამოსვლა/ჩაჭრაზე წარმატებული თამაში

დარტყმა კარისკენ: იბრაჰიმოვიჩი 5, პედრო ლეონი 5, სოლდადო 4, კეიტა 3, ალბინი 3

დარტყმა კარში: იბრაჰიმოვიჩი 3, მესი 2, ხავი 2

ძელი: სოლდადო 1, ალბინი 1

ასისტენტი: პედრო ლეონი 5, იბრაჰიმოვიჩი 4

დაჯარიმდა: ტურე 4, კეიტა 4, სოლდადო 3

მასთან დაჯარიმდნენ: პედრო ლეონი 5, სელესტინი 4, ალვეში 3

,,მქკ" საჯარიმომდე: ხავი 9, ჟეფრენი 7, პედრო ლეონი 7

,,მქკ" საჯარიმოში: იბრაჰიმოვიჩი 1, პედრო ლეონი 1, ალბინი 1

ართმევა: აბიდალი 13, კატა დიასი 11, ჩიგრინსკი 7, პიკე 7, რაფა 7, კეიტა 6

დაკარგვა ყველაზე მეტი: ჟეფრენი 12, მანე 11, პედრო ლეონი 11, კორტესი 8, სოლდადო 8, ალბინი 8

დაკარგვა ყველაზე ნაკლები: ჩიგრინსკი 0, რაფა 1, უსტარი 3, პუიოლი 4, კატა დიასი 4

ბურთის დაცვიდან გამოტანა/მოგერიება: პიკე 11, აბიდალი 9, ადრიან გონსალესი 8, კეიტა 7, პუიოლი 7, სელესტინი 7, კატა დიასი 7, რაფა 7

პასები სულ და სიზუსტე პროცენტებში:

ხავი 74 (82%)

ტურე 68 (91%)

აბიდალი 61 (87%)

ჩიგრინსკი 52 (100%)

პიკე 52 (80%)

კეიტა 51 (84%)

პუიოლი 35 (80%)

ჟეფრენი 28 (57%)

ვალდესი 28 (93%)

მესი 22 (86%)

ალვეში 20 (95%)

ინიესტა 17 (94%)

პედრო 17 (70%)

სელესტინი 52 (77%)

მანე 50 (66%)

რაფა 28 (96%)

სპორტის შეფასებები:

VÍCTOR VALDÉS 7

PUYOL 7


PIQUE 8  

CHYGRYNSKIY 8  

ABIDAL 6

TOURE YAYA 5

XAVI 7

KEITA 7


PEDRO 6

IBRAHIMOVIC 9 საუკეთესო

JEFFREN 6

INIESTA 7

MESSI 8

ALVES 7 

Monday, August 31, 2009

ბარსელონა 3:0 სპორტინგი (ხიხონი)

ესპანეთის ჩემპიონატის პირველ ტურში ბარსელონამ  71 ათასი მაყურებლის თვალიწინ, საკუთარ მოედანზე აჯობა სპორტინგს ანგარიშით 3:0

თამაშმა საკმაოდ უცნაური შთაბეჭდილება დატოვა, ბარსელონა ისევ ძალიან დაბალ ტემპში თამაშობდა (შახტარი), ეს ალბათ რამდენიმე ლიდერის არყოფნას უნდა დავაბრალოთ.

სპორტინგი საკმაოდ ხშირად აწუხებდა ბარსელონას დაცვას, თუმცა გიგანტურმა პუიოლმა პრაქტიკულად მარტომ მოიგერია ყველა შეტევა, დარჩენილები კი ძალიან დამაჯერებლად მოთამაშე ვალდესმა განმუხტა

სწორედ პუიოლი მიმაჩნია თამაშის გმირად, ასეთი თამაშები პუიოლი სანამ დაიწყებდა კარიერას ბარსას წაუგია კიდეც

ვალდესი კი ვფიქრობ უკვე არცერთ მსოფლიოს საუკეთესო მეკარეზე ნაკლები არაა, იმედია შეცდომებს არ ,,გაიხსენებს"

ყველამ იხილა თუ რა მწვავედ თამაშობდა კეიტა, სწორად მან ულიდერა ბარსას წინა ხაზს, როგორც ყოველთვის ბევრს შრომობდნენ ხავი და ალვეში, თუმცა არცერთს არ გაუბრწყინია, ხავიმ საკმაოდ ცოტა ითამაშა დაცვაში, ალვეშმა კი უამრავი ბურთი დაკარგა და არაზუსტი პასებიც ,,არიგა", თუმცა მისი ჩაწოდებები მომაკვდინებელი აღმოჩნდა ხიხონისთვის

კარგი იყო ბოიანი, თუმცა ბოლოსკენ შეცდომებს უმატა. თავდასხმას ჯერაც აკლიმატიზაციის სტადიაში მყოფი იბრაჰიმოვიჩის მიუხედავად ბოიანი იყო საუკეთესო

თვით ზლატან იბრაჰიმოვიჩის თამაში ვგრძნობ, მესმის, (ამ წუთს გვარდიოლას პრესკონფერენციაზე) არაერთგვაროვან შთაბეჭდილებას ტოვებს

დგეს მან გაიტანა თავისი ბურთი, რაც შეეხება მის დღევანდელ თამაშს, ალბათ გულშემატკივარი უარყოფითაც შეაფასებს, თუმცა არ შეიძლება არ ითქვას მისი შრომა დაცვაში, მან იმდენჯერვე მოიგერია დაცვიდან ბურთი (5-ჯერ) რამდენიც ალვეშმა თუ მაქსველმა, 2-ჯერ აართვა კიდეც, მისი თამაში უკანა ხაზის დასახმარებლად მართლაც არ იყო უმნიშვნელო. 6 დარტყმიდან 5 კარშიც გაუშვა. აქედანაც ჩანს მისი სიძლიერე

ცუდად არ უთამაშიათ პედროს თუ ბუსკეტს. პიკესგან უფრო თამამ თამაშს ვართ შეჩვეული, მაქსველს კი აბიდალმა აჯობა ამ თამაშში.

გვარდიოლას გუნდი 3:0 იგებს მის გარშემო კამათის ქარცეცხლში (სატრანსფერო პოლიტიკა არ ვარგოდა, შემადგენლობა პატარაა და ა.შ.) და დროებით მაინც იცილებს მოკირკიტეებს, როგორც ერთმა კომენტატორმა თქვა ,,ზლატაან ზლატააან. გვარდიოლას სისტემა მუშაობს"

შემდეგი თამაში ხეტაფესთან გასვლაზე 13-ში, უკვე ინიესტათი.

გოლები: ბოიანი, კეიტა, იბრაჰიმოვიჩი

საგოლე პასები: კეიტა, ალვეში

გუნდური სტატისტიკა

ბარსელონა - ხიხონი

დარტყმა კარისკენ: 19 : 9

დარტყმა კარში: 9 : 5 

ძელი: 1:0

თამაშგარე: 2 : 5

კუთხურები: 9 : 7

ჯარიმები: 10 : 12

ყვითლები: 0 : 2

პასი: 788 (86%) : 264 (62%)

ბურთის ფლობა პროცენტებში: 74% : 26% 

დაცვიდან გამოტანა/მოგერიება: 55 : 61

ინდივიდუალური სტატისტიკა:

დარტყმა კარისკენ: იბრაჰიმოვიჩი 6, ბოიანი 5, კეიტა 4, დავიდ ბარალი

დარტყმა კარში: იბრაჰიმოვიჩი 5, დავიდ ბარალი 4, კეიტა 2

ასისტენტი: ხავი 6, ალვეში 3

დაჯარიმდა: ალვეში 5, დავიდ ბარალი 4

მასთან დაჯარიმდნენ: დიეგო კასტრო 4, ბუსკეტსი 3

ართმევა: პუიოლი 14, პიკე 9, რივერა 8, მაქსველი 6

დაცვიდან გამოტანა/მოგერიება: სასტრე 12, პუიოლი 11, ბოტია 10, მიჩელი 10, ბუსკეტსი 8, პიკე 6

დაკარგვა ყველაზე მეტი: ალვეში 17, ხუან პაბლო 11, რივერა 10, ხავი 10, პედრო 9, სასტრე 9, იბრაჰიმოვიჩი 9, დავიდ ბარალი 8, 

დაკარგვა ყველაზე ნაკლები: პუიოლი 1, ვალდესი 1, კანელია 1, მიჩელი 2, ბოიანი კეიტა პიკე - 4

,,მქკ" საჯარიმომდე: ხავი 14, ალვეში 12, პედრო 7, მიგელი 7

,,მქკ" საჯარიმოში: ბოიანი 2

პასი სულ და %:

პუიოლი 121 (98%)

ხავი 108 (88%)

პიკე 105 (93%)

ალვეში 80 (73%)

ბუსკეტსი 76 (89%)

კეიტა 71 (84%)

პედრო 59 (78%)

ვალდესი 32 (100%)

მაქსველი 31 (84%)

იბრაჰიმოვიჩი 30 (73%)

ბოიანი 30 (70%)

აბიდალი 26 (88%)

ფონტასი 9 (100%)

ჟეფრენი 1 (0%)

სასტრე 29 (59%)

მეკარეები:

ვალდესი 5 მოგერიება, 10 გამოსვლაზე/ჩაჭრაზე თამაში, 6 ართმევა, 1 დაკარგვა, პასი 100%

ხუან პაბლო 6 მოგერიება, 14 გამოსვლა/ჩაჭრაზე, 7 ართმევა, 11 დაკარგვა, პასი 48%

08/09 სეზონის ბარსას საუკეთესო მოთამაშე

My Blog List