ესპანეთის ჩემპიონატის მეორე ტურის შეხვედრაში, ბარსელონამ გასვლაზე დაამარცხა ძლიერი ხეტაფე 2:0, დაამარცხა საკმაოდ არასანახაობრივ თამაშში (რომელიც გვარდიოლას ცვლილებების შემდეგ შეიცვალა უკეთესობისკენ)
ხეტაფე 14 ათასამდე მაყურებლის მხარდაჭერით ცდილობდა ბარსასთვის პრობლემები შეექმნა, თუმცა მიუხედავად 2 ძელისა მათ ეს ნაკლებად გამოუვიდათ - ძალიან ძლიერი და დაბალანსებულია ბარსელონას თამაში დაცვაში თუ ნახევარდაცვაში
თამაში შეიცვალა სუსტად მოთამაშე ჟეფრენის (ბევრი დაკარგვა და ძლიერ არაზუსტი პასი) და ინერტული პედროს მესით და ინიესტას შეცვლის შემდეგ, ამ მოთამაშეებმა თამაში დაალაგეს, გამოირჩეოდნენ მაქსიმალური სიზუსტით პასებში, შემდეგ მათ ალვეშიც დაემატა და ბარსა მანქანად იქცა რომელმაც მშვიდად მიიყვანა თამასი გამარჯვებამდე
იქამდე კი იბრაჰიმოვიჩმა, რომელიც აშკარად პროგრესირებს, გაიტანა მნიშვნელოვანი ბურთი. ამ შეხვედრაში ძალიან კარგად მოთამაშე/მომუშავე (სასაცილოა სპორტის დაბალი შეფასება) აბიდალის პასის შემდეგ. (რომელიც მცველმა აისხლიტა და ისე მივიდა ზლატანამდე)
მეორე ბურთი ძალიან ლამაზი გამოდგა, ალვეშმა მოძებნა თავისუფლად მყოფი იბრაჰიმოვიჩი რომელმაც საოცარი, გათვლილი პასით, თითქოს ხელით, დაასვა საჯარიმოში შეჭრილ მესის და ამ უკანასკნელმაც უმძლავრესი თაურით მეკარეს შანსი არ დაუტოვა
ცალკე უნდა ითქვას გვარდიოლაზე, ,,მისი" ფეხბურთელები ამტკიცებენ რომ დიდძალი ფულის გადახდა მათში გამართლებული იყო
ჩიგრინსკის არცერთი შეცდომა არ დაუშვა, მართალია ის ცდებოდა ზოგჯერ პოზიციურად (და მხოლოდ 2 ბურთი გამოიტანა დაცვიდან, არადა მისი პლიუსი ზუსტად პოზიციური თამაშია) თუმცა ეს არაფერია ბურთით მისი ბრწყინვალე თამაშის გათვალისწინებით
თავის შესაძლებლობებზე სუსტად ჩაატარეს თამაში ხავიმ (ნაკლები დახმარება ფორვარდებს) პიკემ (ნამეტანი შეცდომები გადაცემებში) და პუიოლმაც
კვლავ დამაჯერებელი იყო ვალდესი, მცველებს სიმშვიდეს ,,უნერგავს"
უკანახაზელებს სერიოზული დახმარება გაუწია კეიტამ, მან და აბიდალმა თავისი სამუშაო ფრიადზე შეასრულეს
იბრაჰიმოვიჩმა კი ,,ღირსეულად" ითამაშა, ნელ-ნელა ის უმატებს, დაკარგა მხოლოდ 7 ბურთი, პასი 78%, კარში ურტყამდა ზუსტად და დაცვიდანაც გამოაქვს ბურთები (სულ 3-ჯერ ამ შეხვედრაში).
ჯერჯერობით ის თავის თავზე ნაკლებად იღებს თამაშს, ნაკლებად ეხება ბურთს ვინაიდან ოპტიმალურ ფორმაში არ იმყოფება (თავისივე თქმით). მისი როგორც ფეხბურთელის სიძლიერე კი დაკვირვების გარეშეც აშკარად სჩანს
ოთხშაბათს კი ბარსა ინტერთან სათამაშოდ ჩავა..
გოლები: იბრაჰიმოვიჩი, მესი
საგოლე პასი: იბრაჰიმოვიჩი
გუნდური სტატისტიკა
ხეტაფე - ბარსელონა
დარტყმა კარისკენ:
18 : 14
დარტყმა კარში:
3 : 9
ძელი:
2 : 0
თამაშგარე:
1 : 2
კუთხურები:
2 : 5
ჯარიმები:
17 : 19
ყვითელი ბარათი:
3 : 1
ბურთის დაცვიდან მოგერიება/გამოტანა:
47 : 56
პასები სულ და პასის სიზუსტე:
403 (77%) : 554 (85%)
ბურთის ფლობა პროცენტებში:
40% : 60%
ინდივიდუალური სტატისტიკა:
მეკარეები:
ვალდესი: 3 მოგერიება 3-იდან (100% დარტყმების მოიგერია), 7 გამოსვლა/ჩაჭრაზე წარმატებული თამაში
უსტარი: 7მოგერიება 9-იდან (78% დარტყმების მოიგერია), 10 გამოსვლა/ჩაჭრაზე წარმატებული თამაში
დარტყმა კარისკენ: იბრაჰიმოვიჩი 5, პედრო ლეონი 5, სოლდადო 4, კეიტა 3, ალბინი 3
დარტყმა კარში: იბრაჰიმოვიჩი 3, მესი 2, ხავი 2
ძელი: სოლდადო 1, ალბინი 1
ასისტენტი: პედრო ლეონი 5, იბრაჰიმოვიჩი 4
დაჯარიმდა: ტურე 4, კეიტა 4, სოლდადო 3
მასთან დაჯარიმდნენ: პედრო ლეონი 5, სელესტინი 4, ალვეში 3
,,მქკ" საჯარიმომდე: ხავი 9, ჟეფრენი 7, პედრო ლეონი 7
,,მქკ" საჯარიმოში: იბრაჰიმოვიჩი 1, პედრო ლეონი 1, ალბინი 1
ართმევა: აბიდალი 13, კატა დიასი 11, ჩიგრინსკი 7, პიკე 7, რაფა 7, კეიტა 6
დაკარგვა ყველაზე მეტი: ჟეფრენი 12, მანე 11, პედრო ლეონი 11, კორტესი 8, სოლდადო 8, ალბინი 8
დაკარგვა ყველაზე ნაკლები: ჩიგრინსკი 0, რაფა 1, უსტარი 3, პუიოლი 4, კატა დიასი 4
ბურთის დაცვიდან გამოტანა/მოგერიება: პიკე 11, აბიდალი 9, ადრიან გონსალესი 8, კეიტა 7, პუიოლი 7, სელესტინი 7, კატა დიასი 7, რაფა 7
პასები სულ და სიზუსტე პროცენტებში:
ხავი 74 (82%)
ტურე 68 (91%)
აბიდალი 61 (87%)
ჩიგრინსკი 52 (100%)
პიკე 52 (80%)
კეიტა 51 (84%)
პუიოლი 35 (80%)
ჟეფრენი 28 (57%)
ვალდესი 28 (93%)
მესი 22 (86%)
ალვეში 20 (95%)
ინიესტა 17 (94%)
პედრო 17 (70%)
სელესტინი 52 (77%)
მანე 50 (66%)
რაფა 28 (96%)
სპორტის შეფასებები:
VÍCTOR VALDÉS 7
PUYOL 7
PIQUE 8
CHYGRYNSKIY 8
ABIDAL 6
TOURE YAYA 5
XAVI 7
KEITA 7
PEDRO 6
IBRAHIMOVIC 9 საუკეთესო
JEFFREN 6
INIESTA 7
MESSI 8
ALVES 7